Tuesday, May 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე სატრენინგო დღე იყო გადამწყვეტი და ყველაზე საინტერესო. ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები. მოვისმინეთ ერთმანეთის ნაშრომები, მივეცით ეფექტური უკუკავშირი ერთმანეთს.

Saturday, May 27, 2017

მერვე დღის რეფლექსია

მერვე სატრენინგო დღე ყველაზე დატვირთული და საინტერესო იყო. ვისწავლეთ გუგლდრაივზე და ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა. აგრეთვე პორტფოლიოები მოვაწესრიგეთ

Sunday, May 7, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ ბლოგებზე გვერდების ჩამატება და გასაჯაროვება. აგრეთვე ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე, დავამატეთ პროექტს შეფასება და შეფასების ანალიზი.

Tuesday, May 2, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე.  გავეცანით შეფასების სტანდარტებს. ვიმსჯელეთ და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ "გუგლ დრაივში"

Monday, May 1, 2017

საგნობრივი სტანდარტები და XXI საუკუნის უნარები

უცხ.ს. IV .1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია(დიალოგი,ინტერვიუ) ყოველდღიურ თემაზე
უცხ.ს.IV.19.მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ ჩვევებს
უცხ.ს.IV.25.მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები
უცხ.ს.IV.24.მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი


                                           XXI საუკუნის უნარები

  • ინფორმაციის ეფექტურად და  ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
  • იდეების და აზრების ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი გზით
  • საღი მსჯელობა და აღქმა