Sunday, April 30, 2017
მესამე დღის რეფლექსია
მესამე ტრენინგზე გადავხედეთ სტანდარტს, დავსახეთ ჩვენი პროექტის მიზნები, მოვიფიქრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ავტვირთეთ ბლოგებზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვები
ყოველთვის სწორად ვიკვებებით?
თემატური შეკითხვები
რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება?
როგორ დავადგინოთ საკვების სარგებლიანობა?
რა შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი საკვების სისტემატურმა მიღებამ?
შინაარსობრივი შეკითხვები
რომელ გრამატიკულ დროს გამოიყენებთ კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ?
დაასახელეთ ინგლისური ენის ლექსიკური ერთეულები რომლებიც ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს აღწერს

პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- გამოიყენონ ინგლისურ ენა პროექტის სხვადასხვა ასპექტში.
- მოიძიებენ ინფორმაციას უცხოენოვან საიტებზე თუ სახელმძღვანელოებში ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ
- კონტექსტის მიხედვით შეძლებენ ამოიცნონ უცხო სიტყვების უმრავლესობა
- შეძლებენ შეადარონ თემასთან დაკავშირებული მოპოვებული ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები ადამიანის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
- შეძლებენ გამოიყენონ უკვე ნასწავლი გრამატიკული მასალა, იმისათვის რომ სწორად დაწერონ საკუთარი აზრი
- გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათცვის გადასაცემად.
- მოსწავლეები დაამზადებენ ინგლისურ ენაზე ბროშურებს ჯანსაღი საკვების შესახებ და გაავრცელებენ სკოლაში (მაღალ კლასებში)
Tuesday, April 25, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჯგუფის მონაწილეებმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტის იდეები და განვიხილეთ. შემდეგ ავტვირთეთ ბლოგებზე. დავუწერეთ ერთმანეთს კომენტარები. აგრეთვე ჩვენი პროექტებისთვის დავამზადეთ ბროშურები.
პროექტის იდეა
ძალიან მნიშვნელოვანია კვება ადამიანების ცხოვრებაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ჯანსაღია ის საკვები რითიც ვიკვებებით. თითქმის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს სენდვიჩი და გაზიანი სასმელი, რაც აქტიურად იყიდება ბაზარზე, თუმცა შეიძლება მათ წარმოდგენაც არ აქვს რამდენად საზიანოა მზგავსი საკვები მათი ჯანმრთელობისთვის.
მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას უცხო ენოვან საიტებზედა სახელმძღვანელოებში ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას კლასში(ინგლისურ ენაზე), და გამოარკვევენ თუ რამდენი პროცენტი იკვებება ჯანსაღი და რამდენი არაჯანსაღი საკვებით. მონაცემებს წარმოადგენენ დიაგრამების საშუალებით. იმსჯელებენ ინგლისურ ენაზე და გააკეთებენ დასკვნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვება ადამიანის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის.
მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენა მოხდება პრეზენტაციის საშუალებით.

Subscribe to:
Posts (Atom)