ძალიან მნიშვნელოვანია კვება ადამიანების ცხოვრებაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ჯანსაღია ის საკვები რითიც ვიკვებებით. თითქმის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს სენდვიჩი და გაზიანი სასმელი, რაც აქტიურად იყიდება ბაზარზე, თუმცა შეიძლება მათ წარმოდგენაც არ აქვს რამდენად საზიანოა მზგავსი საკვები მათი ჯანმრთელობისთვის.
მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას უცხო ენოვან საიტებზედა სახელმძღვანელოებში ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას კლასში(ინგლისურ ენაზე), და გამოარკვევენ თუ რამდენი პროცენტი იკვებება ჯანსაღი და რამდენი არაჯანსაღი საკვებით. მონაცემებს წარმოადგენენ დიაგრამების საშუალებით. იმსჯელებენ ინგლისურ ენაზე და გააკეთებენ დასკვნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვება ადამიანის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის.
მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენა მოხდება პრეზენტაციის საშუალებით.
საკითხი მართლაც აქტუალურია და ამავდროულად საკმაოდ საინტერესო , ვფიქრობ კარგი იქნება თუ ბავშვები გაესაუბრებიან ამ საკითხში კომპეტენტურ პირს თუნდაც (ექიმს) , რომელიც განიხილავს არაჯანსაღი პროდუქტის მავნებლობას და პირადი პრაქტიკიდან მოუყვება მაგალითს...
ReplyDeleteვფიქრობ ეს საკითხი 21 საუკუნეში ძალიან აქტუალურია, ამიტომ მოსწავლეთა მოტივაცია გაიზრდება .
უღრმესი მადლობა. აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას
ReplyDeleteპროექტის იდეა მოსაწონია,საინტერესო,რითაც საჭირო ინფორმაციას მიიღებენ მოსწავლეები. მათ უკვე აღარ გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება ჯანსაღ პროდუქტებზე. გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete